სპორტი

ნიკა ეგაძის სატურნირო სენსაცია და ოქრო ავსტრიიდან (ვიდეო)

ქართველმა ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძემ ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.  

არადა, 23 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ტურნირი წარუმატებლად დაიწყო, მოკლე პროგრამის შემდეგ 18 ქვეყნის 27 მოციგურავეს შორის იგი მე-12 იყო.

ნიკამ თავისუფალ პროგრამაში ჩინებულად იასპარეზა და სენსაციაც მოახდინა – მე-12 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა.

ქართველმა სპორტსმენმა ღირსეულად გაართვა თავი საკმაოდ რთულ, ტექნიკური ელემენტებით, ოთხმაგი ნახტომებით დატვირთულ პროგრამას და ორი პროგრამის ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში მიღწეული ყველაზე მაღალი შედეგია.

ტურნირი წარმომადგენლობითი აღმოჩნდა თავისი შემადგენლობით, ამიტომ ქართველ მოციგურავეს ასპარეზობა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში მოუხდა – ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესტონეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების რეიტინგულ უკვე გამოცდილ სპორტსმენებთან.

ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი 11-14 ნოემბრს გაიმართა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close