ჰოროსკოპი

შავი წყლის ვეფხვი – რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს ფინანსურ წარმატებას 2022 წლის სიმბოლო

2022 წელი შავი წყლის ვეფხვის მფარველობის ქვეშ ჩაივლის, რომელიც ენერგეტიკულად ძლიერი, თუმცა რთული სიმბოლოა. იგი ზოგს უსიამოვნებებს მოუტანს, ზოგ ზოდიაქოს ნიშანს კი – წარმოუდგენელ წარმატებებს ფინანსებთან დაკავშირებით. ნახეთ, ვის ელოდება ფინანსურად წარმატებული წელი.

 

ვერძი

კარიერა და ბიზნესი მომავალ წელს ვერძის ცხოვრების უმთავრესი ასპექტი იქნება. მათ უკვე 2022 წლის პირველ დღეებიდან ექნებათ სამუშაო განწყობა, შეადგენენ ზრდის მკაფიო გეგმას და მიჰყვებიან მას მთელი წლის განმავლობაში. ეს მათ წარმატებამდე მიიყვანს: კარიერული წინსვლა, ხელფასის მატება ან საკუთარი ბიზნესიდან შემოსავლების ზრდა გაწეული ძალისხმევის შესაბამისი იქნება. ვერძებს საქმეები ადვილად გამოუვათ, გაუჩნდებათ ახალი იდეები, რაც აგრეთვე გაზრდის მათ მოგებას… მაგრამ მთლიანად კარიერაში ჩაფლულებსაც კი არ უნდა დაგავიწყდეთ ახლობელი ადამიანები, წინააღმდეგ შინ პრობლემებს ვერ ასცდებით.

 

კურო

მომავალ წელს სამუშაო ამ ნიშნის წარმომადგენლებს დამატებით შემოსავალს არ მოუტანს. ფული კუროს მოულოდნელი ან თუნდაც უჩვეულო წყაროდან შემოუვა, როგორიცაა: მემკვიდრეობა, ლატარიის მოგება, წარსულიდან რომელიმე ადამიანის მადლიერების ჟესტი, ძალიან წარმატებული ინვესტიცია ან შენაძენი… არაჩვეულებრივი ამბავი მოხდება კუროს ცხოვრებაში წლის პირველ ნახევარში. ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, დიდი შემოსავლის ნაწილი საყვარელ ადამიანებზე ან ქველმოქმედებაზე დახარჯონ: ეს ფული მოგვიანებით მათ ათმაგად და ასმაგად დაუბრუნდებათ.

 

ტყუპი

ასევე გაიზრდება ტყუპის ნიშნის წარმომადგენელთა ინტერესი სამუშაოს მიმართ. წლის დასაწყისში მათ ექნებათ შანსი რადიკალურად შეცვალონ საქმიანობის სფერო ან მიიღონ სასურველი დაწინაურება. მათი შემოსავალიც გაიზრდება და იმდენად, რომ ზაფხულისთვის ტყუპებს შთამბეჭდავი ფინანსური დანაზოგი დაუგროვდებათ. ამის შემდეგ ისინი მშვიდად დახარჯავენ ფულს თავისი ყველა საჭიროებისა თუ სურვილის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, ამისთვის უნდა ისწავლოთ უარი უთხრათ მუქთამჭამელებს: თუ ტყუპები ფულს ასესხებენ სხვებს, იღბალი მათ ზურგს შეაქცევს.

 

მორიელი

მორიელებს შემოსავლის ახალი წყარო ექნებათ, თანაც ძალიან წარმატებული. ეს მათ სხვადასხვა ჰობისთან იქნება დაკავშირებული. ეს არის დამატებითი სამუშაო იმ უნარების ხარჯზე, რომლებიც თავად მორიელებმა უსარგებლოდ მიაჩნდათ, ან მათი შემოქმედების მონეტიზაცია. ახალი საქმიანობისგან მნიშვნელოვანი შემოსავალი მორიელებს არა მხოლოდ მომავლის რწმენას მისცემს, არამედ საკუთარ თავსაც, თუმცა ვარსკვლავებს ურჩევენ მათ, ყურადღებით შეისწავლონ ახალი პროექტების პირობები: მომავალ წელს არსებობს რისკი, რომ ყალბი დოკუმენტებს გადააწყდებით.

 

მერწყული

მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები სხვა ადამიანების ხარჯზე გამდიდრდებიან. არა, ისინი  უკანონოს და მიუღებელს არაფერს გააკეთებენ, უბრალოდ, მერწყულს გაუმართლებთ ახალი ნაცნობების მხრივ. ეს შეიძლება იყოს კარგი სამუშაო შეთავაზება თვითმფრინავში თანამგზავრისგან, დამატებითი შემოსავალი ახალი მეზობლის შემოთავაზებული სამუშაოდან, ან შანსი, რომ დაიწყოთ წარმატებული ბიზნესი სხვისი დახმარებით. მაგრამ იღბალი ზურგს შეაქცევს მერწყულს, თუ იგი უმადურად მოექცევიან თავის კეთილისმყოფელს ან მის მოტყუებას შეეცდება.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close