კრიმინალისაქართველო

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს – კიდევ ვისი მოკვლა სურდა მასაჟის ცენტრში დაბრუნებულ მკვლელს (ვიდეო)

31 ოქტომბერს, ახ­ველ­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლელო­ბის ბრალდებით 23 წლის კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვაჩე ცა­კაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. საქმის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მან მა­სა­ჟის სა­ლონ­ში ტა­ი­ლან­დის 38 წლის მო­ქა­ლა­ქეს ყელი გა­მოსჭ­რა და მიიმალა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფი კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი დაჭრა.  დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივს, „ტვ პირ­ვე­ლი“ ერთ-ერთ ვერ­სი­ად ტრანსფო­ბი­ურ ნი­ა­დაგს ასა­ხე­ლებს.

კერ­ძოდ, ცა­კაშ­ვილ­მა ტრანსგენ­დერ ქალს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მას შემ­დეგ მი­ა­ყე­ნა, რაც მისი იდენტობის შე­სა­ხებ გა­ი­გო. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით კი, მხა­რე­ე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურ­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კალათბურთელი ე.წ. მასაჟის ცენტრს პირველად არ სტუმრობდა. დაწესებულებაში ბოლოს ის რამდენიმე კვირის წინ იყო.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ამჯერად მისი მიზანი არა მასაჟი, არამედ ცენტრში მყოფი ყველა ადამიანის მოკვლა იყო.

ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს 7-იდან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close