ტექნოლოგიები

FACEBOOK-ის ახალი სახელი ცნობილია

ფეისბუქი სახელს იცვლის: კომპანიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან მას მეტა ერქმევა.

როგორც მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ახალი სახელი უფრო კარგად გამოხატავს ფეისბუქის მომავალს, რადგან ის სოციალურ ქსელს გასცდება და ვირტუალური რეალობას, მეტასამყაროს, ე. წ. მეტავერსს შესთავაზებს მომხმარებელს.

„მუშაობა, სწავლა, გართობა, ყიდვა-გაყიდვა – ის ყველაფერი, რაც ახლა ტელეფონების ან კომპიუტერის ეკრანებზე კეთდება, მომავალში სამგანზომილებიან ინტერაქტიურ სივრცეში გაკეთდება“, – ასე განმარტა  მეტავერსის იდეა მარკ ცუკერბერგმა.

ამასთან, რებრენდინგი არ ეხება ინდივიდუალურ პლატფორმებს, ანუ ფეისბუქს, ინსტაგრამსა და ვოთსაფს, არამედ მხოლოდ მმართველ კომპანიას, რომელიც სამივე მათგანს ფლობს.

ფეისბუქში რებრენდინგი იმ სკანდალის ფონზე იწყება, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა ამერიკული მედია სრულად მოიცვა. სკანდალი გამოიწვია ფეისბუქის ყოფილი თანამშრომლის განცხადებამ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე მაღლა ფინანსურ მოგებას აყენებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close