fbpx
მოგზაურობაპოლიტიკა

ამერიკამ რუსეთი „უსახლკარო მოქალაქეთა“ სიაში შეიყვანა

მას შემდეგ, რაც მოსკოვში ამერიკის საელჩომ კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვიზების გაცემა შეწყვიტა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ვიზების სპეციალურ კატეგორიაში შეიყვანა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უსახლკარო მოქალაქეთა“ კატეგორიაში სულ 10 ქვეყანაა: კუბა, ირანი, რუსეთი, ლიბია, ერიტრეა, სამხრეთ სუდანი, იემენი, სომალი, სირია და ვენესუელა.

ვიზის ამ კატეგორიით სარგებლობენ ის ერები, რომელთა სახელმწიფოშიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს ამერიკის საკონსულო წარმომადგენლობა ან საკონსულოს თანამშრომლებს არ აქვთ შესაძლებლობა, გასცენ ვიზები პოლიტიკური ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო. რუსეთი ამ სიას მეათე ქვეყნად დაემატა.

ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ამ ქმედებით რუსეთის მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, ამერიკის ვიზის განაცხადი შეავსონ და პასუხი მიიღონ სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მათ ამის გაკეთება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შეეძლებათ. ეს ინფორმაცია ამერიკის სახელმწფიო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ვაშინგტონს ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოუწია, რაც კრემლმა მთელი რიგი კანონმდებლობა შეცვალა და საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც ამერიკის სელჩოსთვის მუშაობდნენ ან იმუშავებდნენ, საგარეო აგენტებად გამოაცხადა. მოსკოვში ამერიკის საელჩო სრული დატვირთვით მუშაობდა, რადგან მოთხოვნა ვიზებზე მაღალი იყო. კადრების შემცირების გამო კი ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ ვიზების გაცემა შეწყვიტა.

ამერიკასა და რუსეთს შორის შექმნილი რთული ფონის განმუხტვას 2 კვირის წინ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი შეეცადა. ის მოსკოვში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ვიზიტს ხელშესახები შედეგები არ მოჰყვა.

დღეს კრემლი ვაშინგტონს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ ეს არასერიოზული ნაბიჯია.

„ამერიკელი დიპოლომატები წლების განმავლობაში ანადგურებდნენ საკონსულო სამსახურს რუსეთში“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა და ამერიკის საკონსულოს მიერ ვიზების გაცემის პროცედურას 21-ე საკუნის „ჯოჯოხეთს“ უწოდებს..

amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close