სამზარეულორჩევები
იტალიელმა შეფმზარეულმა პასტის მომზადებისას „ბარბაროსული შეცდომები“ დაასახელა
იტალიელმა შეფმზარეულმა უილიამ ლამბერტიმ „გაზეტა.რუსთან“ საუბარში დაასახელა 2 შეცდომა პასტის მომზადებისას, რომელიც მას „ბარბაროსულად“ მიაჩნია.
„არავითარი ზეთის დამატება და ცივი წყლის გადავლება!“ – აღშფოთებით აცხადებს ლამბერტი.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რამდენ ხანს უნდა ვხარშოთ მაკარონი.
შეფმზარეულის თქმით, ცეცხლი უნდა გამოვრთოთ შეფუთვაზე მითითებულ მომზადების დრომდე 4 წუთით ადრე, შემდეგ პასტა გადავწუროთ საწურზე (კიდევ ვიმეორებთ – არ გადავავლოთ ცივი წყალი!), დავყაროთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე (არავითარი ზეთი!) და ისევ დავდგათ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. ასე, მისი თქმით, იდეალური პასტა გამოდის.
შემდეგ კი გამოვიყენოთ სხვადასხვა სოუსი, სურვილისამებრ.
კომენტარები