სამზარეულორჩევები

იტალიელმა შეფ-მზარეულმა პასტის მომზადებისას „ბარბაროსული შეცდომები“ დაასახელა

იტალიელმა შეფ-მზარეულმა უილიამ ლამბერტიმ „გაზეტა.რუსთან“ საუბარში დაასახელა 2 შეცდომა პასტის მომზადებისას, რომელიც მას „ბარბაროსულად“ მიაჩნია.

„არავითარი ზეთის დამატება და ცივი წყლის გადავლება!“ – აღშფოთებით აცხადებს ლამბერტი.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რამდენ ხანს უნდა ვხარშოთ მაკარონი.

შეფ-მზარეულის თქმით, ცეცხლი უნდა გამოვრთოთ შეფუთვაზე მითითებულ მომზადების დრომდე 4 წუთით ადრე, შემდეგ პასტა გადავწუროთ საწურზე (კიდევ ვიმეორებთ – არ გადავავლოთ ცივი წყალი!), დავყაროთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე (არავითარი ზეთი!) და  ისევ დავდგათ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. ასე, მისი თქმით, იდეალური პასტა გამოდის.

შემდეგ კი გამოიყენეთ სხვადასხვა სოუსი, სურვილისამებრ.

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close