newsსაბერძნეთი

ძლიერი მიწისძვრა კრეტაზე – შვილის თვალწინ მამა დაიღუპა (ვიდეო)

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, არკალოხორიში (ჰერაკლიონის ნომი) დღეს დილით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაიღუპა  62 წლის მამაკაცი – იაკობი. იგი მშენებელი იყო და მიწისძვრის დროს არკალოხორიში მდებარე პროფიტის ილიასის ეკლესიაში (εκκλησία του Προφήτη Ηλία.) აღდგენით სამუშაოს აწარმოებდა. მას მიწისქვეშა ბიძგების დროს ეკლესიის გუმბათი დაეცა.

ამ დროს მასთან ერთად მისი 30 წლის ვაჟიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც მამას მშენებლობაში ეხმარებოდა. ახალგაზრდა კაცმა უეცრად დაინახა, რომ მამამისი ნანგრევებს ქვეშ მოჰყვა და მის საშველად მივარდა. იგი თავადაც დაშავდა, თუმცა მამას ვერ უშველა.

ვიანოსის მერმა მინას სტავრაკაკისმა დაღუპული მშენებლის შესახებ ისაუბრა. როგორ აღმოჩნდა, იგი მისი თანაკლასელი და მეგობარი იყო. იაკობს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა.

დაღუპული მშნებელის ვაჟი, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა, საავადმყოფოში მოხვდა მსუბუქი ტრავმებით.

საგანგებო სიტუაციების ეროვნული ცენტრის (ΕΚΑΒ) მონაცემებით, კრეტაზე დღეს, 27 სექტემბერს  მომხდარი მიწისძვრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთს – მრავლობითო ტრავმა აქვს, 2-ს მოტეხილობა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.

როგორც გავრცელებული ვიდეოებიდანაც ჩანს, არკალოხორის რაიონს სერიოზული ზიანი მიადგა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9 სთ-სა და 17 წუთზე მოხდა, რასაც შემდეგ აფტერშოკები მოჰყვა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის მაგნიტუდა რიხტერის სკალით 6.5-ს უდრიდა. მოგვიანებით ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტმა დააზუსტა, რომ კრეტაზე მომხდარი მიწისძვრა 5.8 მაგნიტუდის იყო. ეპიცენტრი სოფელ არვესიდან ჩრდილო-დასავლეთით, 23 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა, მისი ფოკალური სიღრმე 10 კმ იყო.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close