fbpx
მედიცინაპოლიტიკაnews

ჯო ბაიდენი დღეს „ფაიზერის“ ვაქცინით მესამე აცრას გაიკეთებს

დღეს, 27 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე – ბუსტერულ დოზას მიიღებს. რეგულატორმა დაამტკიცა მესამე – ბუსტერული დოზის მიღება აშშ-ის ტერიტორიაზე 

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის აცრას პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 78 წლის ჯო ბაიდენი აცრის წინ რამდენიმე შენიშვნას გააკეთებს და 13:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 სთ) მესამე, დამატებით დოზას მიიღებს.

ჯო ბაიდენმა „ფაიზერის“ ვაქცინით პირველი აცრა 2020 წლის 21 დეკემბერს გაიკეთა, მეორე დოზა კი 2021 წლის 11 იანვარს  მიიღო.

უცნობია აიცრება თუ არა მესამედ პირველი ლედიმ რომელიც 70 წლისაა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) რეკომენდაციების თანახმად, „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე – დამატებითი დოზის მიღება შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ ამერიკელებს, ხანდაზმულთა სახლების ბინადრებს, აგრეთვე, 50-იდან 64 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ. ამასთან, მეორე აცრიდან, სულ ცოტა, 6 თვე უნდა იყოს გასული.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close