fbpx
მედიცინა

ჯანმომ დაამტკიცა „ანტისხეულების კოქტეილები“ COVID-19-ის სამკურნალოდ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ პარასკევს,  24 სექტემბერს დაამტკიცა კოვიდ-19-ის სამკურნლოდ ანტისხეულების ნარევების გამოყენება, რომელიც კომპანიებმა –  Regeneron-მა და Roche-მ შექმნეს. სხვაგვარად ამ ნარევებს „ანტისხეულების კოქტეილებს“ უწოდებენ.

პირველად Regeneron-ის წარმომადგენლებმა „ანტისხეულების კოქტეილზე“ საუბარი დაიწყეს მაშინ, როდესაც ის, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, კორონავირუსით ინფიცირებულ დონალდ ტრამპის  შესთავაზეს.

ეს პრეპარატები გათვალისწინებულია უკიდურეს შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც Covid-19-ის მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკი არსებობს.

აშშ-ის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარიული კონტროლის სააგენტომ (FDA) პრეპარატების გამოყენებაზე საგანგებო ნებართვა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გასცა.

დიდმა ბრიტანეთმა ის თავის ტერიტორიაზე დაამტკიცა, ევროკავშირი კი ჯერ განხილვის პროცესშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისმიერ დამტკიცება ნიშნავს, რომ პრეპარატებს მწვანე შუქი აუნთეს გლობალური გამოყენებისათვის.

ჯანმოში განაცხადეს, რომ ახლა აუცილებელია ამუშავდეს ყველა შესაძლო ბერკეტი პანდემიასთან საბრძოლველად, რომელიც ახალი ძალით იწყებს აფეთქებას პლანეტის სხვადასხვა ნაწილში.

 ორგანიზაციაში პრეპარატის მაღალ ფასზეც გაამახვილეს ყურადღება და Regeneron-ს მოუწოდეს, ეს კოქტეილები ღარიბი ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close