საზოგადოებასაქართველო

„აიცერი და მოიგე“ – ლატარიის პირველი გათამაშება გაიმართა და 160 გამარჯვებული გამოვლინდა

შეამოწმე მარტივად, ხარ თუ არა გამარჯვებულებს შორის

გაიმართა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გათამაშება და 160 გამარჯვებული გამოვლინდა. 

ინფორმაცია გათამაშების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

150-მა ვაქცინირებულმა მოქალაქემ 100-100 ლარი მოიგო, 10-მა კი – 150-150 ლარი.

სულ გათამაშდა 20 ათასი ლარი.

ლატარია „აიცერი და მოიგეს“ გათამაშება 13 სექტებრიდან დაიწყო და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ერთჯერადად მაინც არის ვაქცინირებული როგორც 13 სექტემბრამდე, ისე მათ, ვინც 13 სექტემბრის შემდეგ აიცრება.

გათამაშების წესების თანახმად, ყოველკვირეულ გათამაშებაში ერთი ვაქცინირებული მოიგებს 10 000 ლარს, 3 მოქალაქე – 5 000-ს ლარს, 4 – 1500 ლარს, 9 კი – 1000 ლარს.

27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშებები.

წლის ბოლოს, 31 დეკემბერს შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გაიმართება, დოლურაში მოთავსდება ყველა ვაქცინირებულის ბილეთი – იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას მოგებული თანხა წინა ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში. გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც 100 000 ლარის მფლობელი გახდება.

მოგებულებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ, პირადი ნომრით გათამაშების ვებგვერდზე. სია ყოველდღე 12:00 საათზე გამოქვეყნდება.

ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, გათამაშების ჯამური თანხა 2 მლნ 800 ათას ლარს შეადგენს.

  • 1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
  • 16-იდან – 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით.
  • 1000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.

შეამოწმე მარტივად, ხარ თუ არა ლატარიის გამარჯვებული: გადადი ამ ლინკზე: https://stopcov.lotto.ge/#/ ჩასქროლე ქვემოთ და შესაბამის გრაფაში ჩაწერე საკუთარი პირადი ნომერი.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close