newsსაბერძნეთი
ათენში დღეს მიწისძვრა მოხდა
დღეს, 12 სეტქმბერს, ადგილობრივი დროით 13:11 სთ-ზე საბერძნეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი იგრძნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალით 4 ბალს შეადგენდა. მისი ეპიცენტრი ათენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის კერის სიღრმე 19,4 კმ იყო.
კომენტარები