ზურა ყიფშიძე და სერგეი ბეზრუკოვი ახალ ფილმში ერთად თამაშობენ – „იყო მომენტები, როდესაც გადაღების გაჩერებას ვითხოვდი“
ზურა ყიფშიძე გასულ ზაფხულს მოსკოვში გადაღებაზე იყო. „მოსფილმმა“ ნიურნბერგის ცნობილ პროცესზე (მეორე მსოფლიო ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში) ფილმი გადაიღო. „ნიურნბერგის“ რეჟისორი ნიკოლაი ლებედევია (შემქნელი ფილმებისა „Звезды“, „Легенды № 17“ и „Экипаж“).
ფილმში სერგეი ბეზრუკოვი და ევგენი მირონოვი თამაშობენ. ბეზრუკოვი პროკურორ რომან რუდენკოს როლშია, რომელზეც მსახიობი რუსულ პრესაში ასე საუბრობს.
სერგეი ბეზრუკოვი: – რომან რუდენკო წარმოადგენდა საბჭოთა კავშირს. და ის, რომ დამნაშავეები სამართლიანად დაისაჯნენ, რა თქმა უნდა, მისი უდიდესი დამსახურებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა ერუდიციამ, პროკურორის ბრწყინვალე ნიჭმა.
ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი სამამულო ომის თემა, „ჩვეულებრივი“ ფაშიზმი, კვლავ ამ ნაწარმოების სათავეშია. ჩემს თვალწინ ჩაიარა ყველა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელსაც ვუყურე ამ თემაზე. მახსოვს ცნობილი ფილმი, რომელიც ბრწყინვალედ გაახმოვანა ვასილი სემენოვიჩ ლანოვოიმ. ეს ყველაფერი ჩემს სისხლშია. ამიტომ, მაგალითად, გამარჯვების დღე მთელი ჩემი ოჯახისთვის არის დღესასწაული. მე ჩემს მიშა პაპასთან ერთად გავიზარდე. ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა. პაპაჩემი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მე ვარ ის თაობა, რომელსაც ეს ყველაფერი ახსოვს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუდენკოს გამოსვლებიდან შემეკავებინა თავი. ნიკოლაი ლებედევი ყოველთვის მეუბნებოდა: ძალიან მნიშვნელოვანია. შეინარჩუნე ემოციებიო. მეც ვცდილობდი.
ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესის დროს ჩემი გმირი წარადგენს მატერიალურ მტკიცებულებებს – მაგალითად, ადამიანის კანს, საიდანაც ხელჩანთები გაკეთდა. ამ დროს ვიწყებდი შერყევას. იყო მომენტები, როდესაც გადაღების გაჩერებას ვითხოვდი, რადგან როლი მოითხოვდა ცივ გონებას, მე კი ემოცია მიშლიდა ხელს.
რაც შეეხება ზურა ყიფშიძის როლს, მსახიობი ჩვენთან პატარა კომენტარს აკეთებს.
ზურა ყიფშიძე: – მე „ერმიტაჟის“ დირექტორის, იოსებ ორბელის როლს ვთამაშობ. სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოვდივარ. სერგეი ბეზრუკოვი წარმოადგენს მხარეს, რომელიც ფაშისტებს ბრალს დებს.
ჩემი როლი პატარა იყო სამუშაოდ, თუმცა საინტერესო.
ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.
primetime.ge
კომენტარები