საბერძნეთი: ხანძარმა გაანადგურა 2500-წლოვანი ზეთისხილის ხე, რომელზეც ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა
საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე (ევია) გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძარმა კუნძულის სხვა მწვანე ნარგავებთან ერთად ისტორიული, 2500-წლოვანი ზეთისხილის ხეც გაანადგურა. ამის შესახებ greekreporter.com წერს.
როვიის ზეთისხილის კორომში მდებარე უნიკალური ხე ლანდშაფტის ისეთ უცილობელ სიმბოლოს წარმოადგენდა, რომ უძველესი ეპოქის გეოგრაფი და ფილოსოფოსი სტრაბონი მასზე თავის ნაშრომებშიც წერს.
ზეთისხილის ხის დიამეტრში 9 ადამიანი მოთავსდებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ხე ასაკის მიუხედავად ყოველწლიურად იძლეოდა მოსავალს.
ამ ტრაგიკული დანაკარგის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ტვიტერში აპოსტოლის პანაიოტუმ განათავსა. ამ ამბავმა ბერძნები ძალიან დაამწუხრა, რაზეც მათი კომენტარები მეტყველებს.
ΡΟΒΙΕΣ Ευβοίας: Ελιά…2500 χρόνων‼️
Πριν και μετά την ΚΑΤΑΣΤΡΟΦΗ ‼️
Ελαιώνας ΠΑΠΑΔΟΠΟΥΛΟΥ‼️  pic.twitter.com/0wqeZ7hmUO— apostolis panagiotou (@appanagiotou) August 8, 2021
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები