აშშ: აცრის მოწინააღმდეგემ სიკვდილის წინ აზრი რადიკალურად შეიცვალა
დიკ ფარელმა, ცნობილმა ამერიკელმა რადიოწამყვანმა, რომელიც კორონავირუსის აცრის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, სიკვდილის წინ თავის ყველა მეგობარს და მიმდევარს მოუწოდა, გაიკეთონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა. თავად დიკ ფარელი 6 აგვისტოს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა კოვიდ-19-ისგან. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
Radio veteran Dick Farrel has passed. pic.twitter.com/dxxPcKSQHA
— T.A. Walker (@timallanwalker) August 6, 2021
რადიო West Palm Beach-ის წამყვანი, დიკ ფარელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოდიოდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და სამედიცინო რეგულატორებს აკრიტიკებდა. იგი ემოციურად გამოთქვამდა თავის აზრს ვაქცინაციაზე და თაღლითობას უწოდებდა, ხოლო აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს ენტონი ფაუჩის „ხელისუფლებისგან გადარეული შეშლილი მატყუარა“ უწოდა.
დიკ ფარელი ამტკიცებდა, რომ ვირუსი სინამდვილეში არ არსებობს და ის გამოგონებულია რესპუბლიკელების გასასულელებლად, დემოკრატები კი ვირუსით არ ავადდებიან.
თუმცა ფარელის შეხედულებები კარდინალურად შეიცვლა მას შემდეგ, რაც იგი 3 კვირის წინ საავადმყოფოში მოხვდა იმ დიაგნოზით, რომელზეც იგი ამბობდა, რომ არ არსებობს.
როდესაც ვირუსს და მისგან გამოწვეულ დაავადებას პირისპირ შეეჯახა, ფარელმა თავის ყველა მეგობარს და თანამოაზრეს მოუწოდა, სასწრაფოდ აიცრან. სამწუხაროა, რომ მას მეტისმეტად გვიან გაუნათდა გონება და თავად ვირუსს ემსხვერპლა.
ლი ჰეირი, ფარელის უახლოესი მეგობარი, მისი სიკვდილის შემდეგ აიცრა. მან Facebook-ზე დაწერა თავისი გადაწყვეტილების შესახებ: „მის გამო გავიკეთე აცრა. მან SMS გამომიგზავნა და მითხრა, რომ ავცრილიყავი. მან მითხრა, რომ ვირუსი – ხუმრობა არ არის და თავადაც უნდა აცრილიყო“, – თქვა ლი ჰეირიმ
ნინო ხოშტარია
კომენტარები