საზოგადოებასპორტი

„ვერაფრით ძვრა ვერ უყვეს, სანამ ლაშა ტალახაძემ არ ამოიღო მიწიდან…“ – ქართველი გოლიათის უცნობი ისტორია

ქართველი გოლიათის, ლაშა ტალახაძის ისტორია, რომელიც ჯრუჭის მონასტერს უკავშირდება და თითქმის ისეთია, ზღაპრებში რომ ხდება, ახლა გახდა ცნობილი.

საჩხერის მუნიციპლიტეტში მდებარე, X საუკუნეში დაარსებული ჯრუჭის მონასტერი ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და საქართველოს კორნელი კეკეკლიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტშია დაცული.

1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ მონასტერი ნანგრევებად აქცია.

მონასტერში აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და ამჟამადაც  მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მნიშვნელოვანი „ქვა“ დადო. 

„ლაშაზე ერთ ამბავს მოგიყვებით“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი და  საზოგადოებას ქართველი გოლიათის შესახებ საინტერესო ამბავს უამბობს:

„მეათე საუკუნის ჯრუჭის მონასტერი 91 წლის რაჭის მიწისძვრის დროს დაინგრა. ლოდები ხევში ჩაცვივდა. წლების წინ დაიწყო ტაძრის აღდგენა.

ერთერთი ლოდი, წმინდა გიორგის ბარელიეფით, კალაპოტში იყო ჩავარდნილი და ტექნიკა ვერ მიუყენეს, ვერაფრით ძვრა ვერ მოუხერხეს, დიდი ხანი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გამოსახულების ტაძრის პერანგზე დაბრუნებას, სანამ ლაშა ტალახაძემ არ ამოიღო მიწიდან და მთის წვერამდე ხელით არ აიტანა. ეს იყო სასწაული“. აი, ასეთი ჩემპიონი გვყავს!!!

ოლიმპიადის ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონს, ქართველ მძიმეწონოსანს ამ მონასტერთან, როგორც ჩანს, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

2019 წელს ლაშამ წმინდა გიორგის კიდევ ერთი ბარელიეფი, რომელიც ქორეთის საჯარო სკოლის მუზეუმში ინახებოდა, ხელით ააბრძანა მონასტერში. ეს ბარელიეფი ეკლესიაში ჩრდილოეთ მხარეს, სარკმელის ზემოთ განთავსდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close