პოლიტიკასაზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

„ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა: „4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, თუმცა ამის მიუხედავად რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით – ყველამ ჩავიტაროთ აცრა!“

პრემიერის თქმით, აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მოსახლეობამ უნდა დაუჯეროს მეცნიერებს და არა ჭორებსა და ტყუილებს.

ღარიბაშვილმა საკუთარი ინიციატივით განმარტა, რატომ შეარჩია „ფაიზერი“:

„ჩემი მეუღლე აიცრა „სინოფარმით“. ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 8 აგვისტოსთვის ჯამურად ჩატარებულია 626 343 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 194 449 ადამიანი.

radioavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close