ხანძრის გამო ათენში ჰაერის დაბინძურების ხარისხი გაიზარდა: როგორ მოვიქცეთ?
მშობლებს ურჩევენ, ბავშვები გარეთ არ გაიყვანონ
ხანძარმა, რომელიც ატიკის ოლქში ამჟამად მძვინვარებს, დედაქალაქში – ათენში ატმოსფეროს ძლიერი დაბინძურება გამოიწვია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ატმოსფეროში მავნე ნაწილაკების კონცეტრაცია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სპეციალისტები ე.წ. დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს ურჩევენ, სახლში დარჩნენ. ეს, უპირველესა, სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხება.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ბავშვები გარეთ არ გაიყვანონ. განსაკუთრებით საშიშია ბავშვების ფიზიკური აქტივობა, რადგან ამ დროს ისინი შედარებით მეტ ჟანგბადს მოიხმარენ. გულის დაავადებების მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სამედიცინო ნიღაბი.
ამჟამინდელი მდგომარეობით ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მარუსი, ვრილისია, პაპაღუ, ფსიხიკო, ხაიდარი. ათენის ცენტრში ყველაზე მეტად აკროპოლისის მიმდებარე ტერიოტორიაზეა ჰაერი დაბინძურებული. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამხრეთ მუნიციპალიტეტებში (კერაცინი, პირეოსი, პალიო ფალირო). საგულისხმოა, რომ დღეს დილით დაბინძურების ხარისხი შედარებით მაღალი იყო. მოგვიანებით ჰაერი შედარებით გაიწმინდა და იმედია მალე დაუბრუნდება ნორმას.
გიორგი ჯანელიძე
ჰაერის დაბინძურების ინტერაქტიული რუკა შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე: https://www.purpleair.com/map?opt=1/mPM25/a10/cC0#11.51/37.9755/23.6923
კომენტარები