„რა მოხდა, ვის ეძებთ?“ – იკითხა „დამხვრჩვალმა“ ქალმა, რომელსაც მყვინთავები 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ
კიევის ერთ-ერთ პარკში ქალი პოლიციელებსა და მყვინთავებ საკუთარი თავის ძებნაში ეხმარებოდა. ამის შესახებ კიევის მუნიციპალური დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 06:00 საათზე სამსახურის თანამშრომლებმა პარკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ტბასთან მიტოვებული ნივთები იპოვეს. რამდენიმე საათის განმავლობაში მათ არავინ მოაკითხა, ამიტომ ადგილზე პოლიცია და მყვინთავები მივიდნენ, რადგან თვითმხილველებმა იფიქრეს, რომ ნივთების მფლობელი ტბაში შევიდა და უკან ვეღარ გამოვიდა.
სამძებრო სამუშაოები 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ დასრულდა, რაც ერთ-ერთი ქალი, რომელიც პროცესს აკვირდებოდა და დახმარება უნდოდა, სამართალდამცველებთან მივიდა და ჰკითხა: „რა მოხდა, ვის ეძებთ?“ აღმოჩნდა, რომ მიტოვებული ნივთები სწორედ მას ეკუთვნოდა. ამის შემდეგ ოპერაცია დასრულდა.
imedinews.ge
კომენტარები