რას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

მოსაზრებული გერმანელი – მამაკაცმა ერთი ცარიელი ბოთლით 44 000 ევრო იშოვა

გერმანიის ქალაქ კიოლნში 37 წლის მამაკაცმა ერთი და იმავე ცარიელი ბოთლის ჩაბარებით 44 362,75 ევრო იშოვა. ამის შესახებ მედია წერს.

თაღლითმა თავის მაღაზიაში მდგარი ბოთლების მიმღები აპარატის მოდიფიცირება შეძლო, რისთვისაც 5 ათასი ევრო დახარჯა. მან აპარატი მაგნიტური მრიცხველითა და სპეციალური ხის ერთგვარი „გვირაბით“ აღჭურვა, რომ აპარატს პლასტმასის ბოთლი არ დაეჭრა. აპარატი ოპერაციის შემდეგ ბოთლსაც უკან აბრუნებდა და ცენტებს ან გასანაღდებელ ქვითარსაც პატიოსნად იძლეოდა.

44 000 ევროს მისაღებად მოსაზრებულ გერმანელს 177 000-ჯერ მოუწია აპარატში ბოთლის მოთავსება და ღილაკზე თითის დაჭერა. რამდენიმე ცენტის მიღების შემდეგ იგი დაუზიანებელ ბოთლს იღებდა და აპარატში თავიდან ათავსებდა. კომპანია Deutsche Pfandsystem Gesellschaft-მა, რომელიც მაღაზიებში ასეთ აპარატებს ამონტაჟებს, თაღლითობა ვერ შენიშნა.

პოლიცია მომხდარით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტელეფონით ანონიმური შეტყობინება მიიღო.

მამაკაცმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ დღეების განმავლობაში მოწყენილობას იქარვებდა და თან რადიოს უსმენდა.

სასამართლომ თაღლითს 10-თვიანი ციხე მიუსაჯა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close