20 წლის ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის ტრიუმფალური გამარჯვება ბარსელონაში
ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ბარსელონაში გამართულ მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა – მან ერთდროულად ორი ჯილდო მიიღო.
მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის შესარჩევ პირველ ეტაპზე მთელი მსოფლიოდან 400 პიანისტი მონაწილეობდა, მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 33 შემსრულებელი გადავიდა, შემდგომ – 15, შემდეგ კი – 7. სანდრო ბოლო ტურში, 3 ფინალისტს შორის საუკეთესო აღმოჩნდა და პირველი პრემიაც დაიმსახურა.
სანდროს პირველ პრემიასთან ერთად ფულადი ჯილდო € 25 000 გადაეცა. ის მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელიც გახდა. ეს განსაკუთრებული ჯილდო ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა
სანდრო გეგეჭკორმა ფინალურ ტურში პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
გადადით ლინკზე https://www.facebook.com/mariacanalsbarcelona/videos/244194123929843 და 1:39:00-იდან მოუსმინეთ. მოუსმინეთ და იამაყეთ!
ამავე თემაზე: 18 წლის სანდრო გეგეჭკორმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში დაუკრა
კომენტარები