საზოგადოებასპორტი

101 წლის უხუცესმა გულშემატკივარმა იტალიის მეექვსე დიდი სანაკრებო ჩემპიონობა ჩაიბარა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იტალიის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. იტალია ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ეს 53 წლის წინ შეძლო – 1968 წელს.

„იტალია ჩემპიონია, იმიტომ რომ იტალია უკვდავია. ერთობით, გუნდურად, სილაღით, ტანჯვით და მონდომებით მანჩინის გუნდმა ისტორია დაწერა“, – ამბობენ სპორტის ექსპერტები.

ამ ისტორიის „ცოცხალი ისტორია“ 101 წლის სენიორ ფრანჩესკოა – ის საყვარელი გუნდის 4-გზის მსოფლიოს და 2-გზის ევროპის ჩემპიონობას მოესწრო.

იტალია მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 1934 წელს გახდა  და მაშინ სენიორ ფრანჩესკო, 14 წლის ბიჭი, უკვე იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი იყო. დღეს იგი 101 წლისაა და „სკუადრა აძურას“ მეექვსე დიდი სანაკრებო ჩემპიონობა ჩაიბარა.

ეს ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

არსებობს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთის მოყვარულებმა იხილონ მატჩი ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას მოქმედ ჩემპიონებს შორის.

ევრო 2020 და კოპა ამერიკა პარალელურად მიმდინარეობდა. იტალიამ კონტინენტის პირველობის ფინალში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა, კოპა ამერიკაზე კი არგენტინამ გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას მოუგო.

ვარაუდობენ, რომ მატჩი იტალიასა და არგენტინას შორის წელს არ გაიმართება გადატვირთული კალენდრის გამო, თუმცა 2022 წელს თამაშის ორგანიზება შესაძლებელი იქნება.

იმედია, იტალიური ფეხბურთის 101 წლის ფანატი ამ მატჩითაც ისიამოვნებს!

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close