მედიცინამსოფლიო

ბელგიაში კოვიდის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა

ბელგიაში ახალი ტიპის კორონავირუსის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირებული 90 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთაფრიკული) შტამით ერთდროულად იყო ინფიცირებული. მას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული.

„სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანებისგან დაინფიცირდა. ის მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომარეობის გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“, – ამბობს Onze-Lieve-Vrouwziekenhuis-ის საავადმყოფოს წამყვანი მკვლევარი ენ ვანკირბერგენი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close