სამზარეულო

სენდვიჩი ქათმის ხორცით

საჭირო პროდუქტი: 4 ფუნთუშის მსგავსი პური, 4 ნაჭერი ქათმის ფილე, 4 ნაჭერი ბეკონი, 4 ფირფიტა რბილი ყველი, 4 სალათის ფოთოლი, 1 პომიდორი, 1 კიტრი, 1 კვერცხი, 1 ჩ/კ მდოგვი, 1-2 ს/კ მაიონეზი, საფანელი – ამოსავლებად, ზეთი – შესაწვავად, ჯავზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის ფილე დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ჯავზი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ხორცის ნაჭრები ამოავლეთ ჯერ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და ორივე მხრიდან შეწვით. იმავე ცხიმში შებრაწეთ ბეკონის ნაჭრები. ფუნთუშები ჰორიზონტალურად გაჭერით, ოღონდ ბოლომდე არ ჩაჭრათ. თითოეულში მოათავსეთ ხორცის ნაჭერი, სალათის ფოთოლი, თითო ნაჭერი პომიდორი, კიტრის, ყველისა და ბეკონის ნაჭრები. ბეკონს თავზე მოასხით ერთმანეთში არეული მდოგვი და მაიონეზი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close