შემწვარი ღორის ხორცი გულსართით

საჭირო პროდუქტი: 1 კგ ღორის შემწვარი რბილი ხორცი, 3 კბილი ნიორი, 5 ტოტი როზმარინი, 1 ს/კ ტომატპასტა, 150 გ ბეკონი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, 6 ს/კ ხორცის ბულიონი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ღორის ხორცის ნაჭერს წაუსვით მარილი, პილპილი, დადეთ ზეთდასხმულ ტაფაზე და შედგით ჰაერღუმელში. ნახევრად რომ შეიწვება, გაჭერით სიბრტყეზე, წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ რამდენიმე ტოტი როზმარინი, მარილი და პილპილი და ჩაუწყვეთ ტომატპასტაში არეული დაჭრილი ბეკონის ნაჭრები. დააფარეთ მეორე ნაჭერი და ძაფით შეკარით. ხორცის ნაჭერს მოაყარეთ დარჩენილი როზმარინის ტოტები, მოასხით ბულიონი, ისევ შედგით ჰაერღუმელში და კარგად შეწვით.

კომენტარები
Загрузка...