5 მიზეზი, რატომ არ ღირს პანიკა ვირუსის ახალ ვარიანტებზე
კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო წინასწარ ნერვიულობას აზრი არ აქვს, ამბობენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები. მათ ვებგვერდზე ოპტიმიზმის 5 მთავარი მიზეზი დაასახელეს, თუ რიგითი მოქალაქეებისთვის რატომ არ ღირს ამ ვარიაციებზე პანიკა.
1. ვაქცინები ჯერჯერობით კარგად გვიცავენ;
2. აცრილებს თუ კოვიდ-19 დაგვემართა, ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან აუცილებლად დაგვიცავს;
3. ანტისხეულები მხოლოდ დაცვის ერთი ნაწილია. ორგანიზმის T-უჯრედებიც კარგად გვიცავს SARS-CoV-2-ის ვარიანტებისგან;
4. თუ დაცვა დროთა განმავლობაში შესუსტდა, ვაქცინის დამატებით დოზას მივიღებთ. ამაზე „მოდერნა“ და „ფაიზერი“ უკვე მუშაობენ;
5. ვარიანტებში სხვადასხვა მუტაციის კარგი მხარე: ეს მიანიშნებს, რომ ვირუსმა შესაძლოა ადაპტაციის გზები ბოლო-ბოლო ამოწუროს.
amerikiskhma.com
კომენტარები