სამზარეულო
თევზის კატლეტი
ყველა დიასახლისმა იცის, როგორი სასარგებლოა თევზი ჩვენი ორგანიზმისთვის. მთელი მსოფლიოს მედიკოსები და დიეტოლოგები შეთანხმებულად ამტკიცებენ, რომ ყოველკვირეულ რაციონში თევზი ორჯერ მაინც უნდა შედიოდეს.
საჭირო პროდუქტი:
300 გ თევზის ფილე, 2 მოხარშული კარტოფილი, 1 კვერცხი, 2 ჩ/ჭ კარაქი, ორცხობილას საფანელი, 1/2 ჩ/ჭ ზეთი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
თევზის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ გახეხილი კარტოფილი, კვერცხი და გამდნარი კარაქი. დაუმატეთ პილპილი და მარილი. მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ დაფშვნილ ორცხობილაში და ზეთში დაბრაწეთ.
რჩევა: თევზის კატლეტის გარნირად მოამზადეთ ბოსტნეულის სალათა და არაჟანი.
კომენტარები