ვიდეოტექნოლოგიები

მფრინავი ავტომობილი უკვე რეალობაა – AIRCAR-მა პირველი რეისი შეასრულა (ვიდეო)

მფრინავი ავტომობილის პროტოტიპმა AirCar-მა სლოვაკეთში – ნიტრისა და ბრატისლავის საერთაშორისო აეროპორტებს შორის პირველი 35-წუთიანი ფრენა წარმატებით შეასრულა.

ჰიბრიდული მანქანა-თვითმფრინავი BMW-ს ძრავათია აღჭურვილი და მუშაობისთვის საწვავად ჩვეულებრივ ბენზინს იყენებს. AirCar-ის გადაქცევას მანქანიდან თვითმფრინავად 2 წუთი და 15 წამი სჭირდება. მას ერთდროულად 2 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, რომელთა საერთო წონა 200 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სლოვაკურმა კომპანია Klein Vision-მა ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია მის მიერ შექმნილი პირველი მფრინავი ავტომობილის – AirCar-ის პირველი გაფრენა.

ავტომობილს ორი კეცვადი ფრთა აქვს. ვიდეოში ჩანს, როგორ გარდაიქმნება ის ავტომობილიდან მინი თვითმფრინავად.

მფრინავი ავტომობილის შემქმნელის, პროფესორ სტეფან კლეინის თქმით, AirCar-ს ფრენა შეუძლია დაახლოებით 1000 კმ/სთ-ის სიჩქარით, მიწიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე. პირველი საცდელი ფრენისას კი ჰიბრიდულმა მანქანა-თვითმფრინავმა 170 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო.

ცნობისთვის, AirCar-ის მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის შექმნას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა, ხოლო მასში ჩადებული ინვესტიცია 2 მილიონ ევროს არ აღემატებოდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close