ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

შეხვედრა ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან – საელჩომ დიასპორას ღონისძიებებისთვის ახალ შენობაში ფართი გამოუყო (ვიდეო)

27 ივნისს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა ელჩის, დავით დონდუასა და კონსულ გალაქტიონ პაიჭაძის შეხვედრა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეს პირველი ასეთი სახის შეხვედრა იყო.

ელჩის განცხადებით, საელჩოს ახალ შენობაში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც დიასპორულ ორგანიზაციებს შეეძლებათ შაბათ-კვირას სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართონ. ამისათვის საკმარისი იქნება წინასწარ აცნობონ საელჩოს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ღლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საკითხმა. როგორც ცნობილია, ამ მკვლელობას ბერძნულმა მედიამ საქართველოს მოქალაქე დაუკავშირა. დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საელჩოს მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ, მათი თქმით, საელჩომ არასათანადო რეაგირება მოახდინა  ბერძნული მედიის მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციის აქტიურად გავრცელების ფაქტზე.

როგორც კონსულმა, გალაქტიონ პაიჭაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მოქალაქისთვის გამოძიების არცერთ ეტაპზე არ წაუყენებიათ ბრალდება 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დაკავებული ქართველი საკონსულოს დაუკავშირდა და სამედიცინო გამოკვლევის გაკეთებაში დახმარება სთხოვა. საკონსულომ მას შესაბამისი დახმარება გაუწია, რისთვისაც დაკავებულმა მადლიერება გამოხატა.

კონსულმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსულო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაკავებულის ადვოკატთან ერთად მას იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

შეხვედრის დროს საელჩომ დაადასტურა კუნძულ კრეტაზე მდებარე ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი სამწუხარო ფაქტი, რომლის შესახებაც გუშინ გაცნობეთ. შეგახსენებთ, რომ ორ პატიმარს შორის დავა მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილიც და მკვლელობაში ეჭვმიტანილიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

გიორგი ჯანელიძე

დავით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close