მსოფლიოnews

ფლორიდაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან მეოთხე დღეს მაშველები 150 ადამიანს კიდევ ეძებენ

ფლორიდაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან მეოთხე დღეს მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, შენობის ნგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ადამიანის იდენტიფიცრება გახდა შესაძლებელი.

მრავალსართულიანი შენობის ნგრევის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანას შეძლებს. სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩართული არიან ისრაელიდან და მექსიკიდან ჩასული მაშველები.

გავრცელებული ცნობით, 1980 წელს აგებულ შენობაში სტანდარტული 40-წლიანი შემოწმება უნდა ჩატარებულიყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობა შემოწმების პროცესში იყო და შეკეთებას საჭიროებდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close