ქართველები უცხოეთშისაზოგადოება

ვინ არის დავიდ ლურსმანაშვილი, რომელიც მოსკოვში დააკავეს

მოსკოვში დააკავეს 26 წლის ბოდიბილდერი დავიდ ლურსმანაშვილი, რომელმაც მოსკოვის ცენტრში კინოთეატრში შესვლისას ადმინისტრატორს პირბადის გაკეთებაზე უარი უთხრა და დანით დაემუქრა.

შემთხვევა გასულ შაბათს, 19 ივნისს მოხდა, რის შემდეგაც კინოთეატრის ადმინისტრატორმა პოლიციას მიმართა და აცნობა, რომ უცნობ ახალგაზრდა მამაკაცსა და მას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამრღვევის ვინაობა სათვალთვალო კამერის ჩანაწერით დაადგინეს – იგი პოპულარული პეტერბურგელი ბოდიბილდერი და ფიტნესმოდელი, წარმოშობით ქართველი დავით ლურსმანაშვილი აღმოჩნდა. ამის შემდეგ იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

life.ru წერს, რომ დავიდ ლურსმანაშვილს, რომელიც ცნობილია დავიდ ლურსის სახელით, ინსტაგრამზე 48 500 გამომწერი ჰყავს, ხოლო პროფილის აღწერაში უწერია, რომ ყველაფერთან ერთად, მსახიობიც არის.

სოციალური ქსელების თანახმად, 26 წლის პეტერბურგელ სპორტსმენს სპორტული სამოსისა და ქვედა საცვლის საკუთარი ხაზი აქვს. გარდა ამისა,  იგი ტელევიზიაშიც ჩნდება ხოლმე და ზოგიერთ რუს ვარსკვლავს იცნობს, მაგ., ეფიმ შიფრინს.

tass.ru-ს ინფორმაციით კი, დავიდ ლურსმანაშვილი გლამურული ფრანგული ჟურნალების ყდისთვის გადაიღეს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close