ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში – ვინ რატომ ამბობს უარს?

ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში, ასტროლოგების თქმით, ისევე განაპირობებენ ადამიანის ქცევის თავისებურებებს, როგორც სხვა ადამიანურ ურთიერთობებში. ასე, მაგალითად: 

ვერძი

სხვას თქვენი შეყვარების უფლებას იმის გამო არ აძლევთ, რომ ყოველთვის უკეთესის ძებნის პროცესში ხართ. გსურთ, რომ ვინმე უკეთესი მოძებნოთ. მართალი ბრძანდებით, პირველივე შემხვედრს თავი არ უნდა გაუყადროთ, მაგრამ იმავდროულად არ შეიძლება, უარით გაისტუმროთ ადამიანი, რომელსაც ჯერ კარგად არ იცნობთ.

კურო

თქვენ სიყვარულზე უარს ამბობთ ერთი მიზეზით: გულის გატეხის გეშინიათ. ნუ იქნებით პესიმისტი. თუკი წარსულში სულიერი ტრავმა მოგაყენეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც იგივე განმეორდება.

ტყუპი

სიყვარულს კარს უკეტავთ იმ მიზეზით, რომ გეშინიათ, ყველაფერი არ გააფუჭოთ. თქვენ იცით, როგორი რთული პიროვნება ხართ. ზოგჯერ საკუთარი გრძნობები თავად არ გესმით და არ გსურთ, ამ თავსატეხის ამოხსნა სხვას დააკისროთ. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი სიყვარულის მორევში გადაშვება ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს.

კირჩხიბი

თქვენ უარს ამბობთ სიყვარულზე იმიტომ, რომ არ გსურთ, ვინმე დააზიანოთ. გეშინიათ, სხვისი გული არ გატეხოთ. ზიანი არასდროს არავისთვის მიგიყენებიათ, თუმცა მაინც მუდმივად შიშობთ, რომ ამას თავიდან ვერ აიცილებთ.

ლომი

არ გსურთ, რომ სიყვარულმა თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ყველაფრის გაკონტროლება გჩვევიათ. გინდათ, აკეთოთ ის, რაც გსურთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნამდვილი სიყვარული გალიაში არ გამოგამწყვდევთ. ის, უბრალოდ, გვერდით იქნება სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.

ქალწული

თქვენი შეყვარების უფლებას არავის აძლევთ იმის გამო, რომ თავს არ მიიჩნევთ სიყვარულის ღირსად. საკუთარ თავს ვერ ჰპატიობთ წარსულში დაშვებული შეცდომებს. გირჩევთ, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანოთ, შემდეგ კი სამუდამოდ გათავისუფლდეთ წარსულისგან.

სასწორი

თავს იკავებთ სიყვარულზე იმ მიზეზით, რომ გაცემული გრძნობა უკან არ გიბრუნდებათ. გახსოვდეთ, ვერავინ შეგიყვარებთ, სანამ საკუთარ თავს თავად არ შეიყვარებთ. მოვიდა დრო, რათა ნაკლები იდარდოთ სხვებზე და იფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე.

მორიელი

თქვენ ადამიანებს არ ენდობით, ამიტომაც შეყვარების უფლებას არავის აძლევთ. ამიტომაც ადამიანმა ჯერ თქვენი ნდობა უნდა მოიპოვოს, დაგიახლოვდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვოს თქვენი სიყვარული.

მშვილდოსანი

არავის აძლევთ თქვენი შეყვარების უფლებას, უფრო მეტიც – როგორც კი ვიღაცისგან ამას იეჭვებთ, თავქუდმოგლეჯილი გარბიხართ. თქვენს ცხოვრებაში სიყვარულზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს და ძლიერ განიცდით იმას, რომ შეიძლება, ჩვეული ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობა ერთმანეთს ვერ შეუთავსოთ.

თხის რქა

როგორც კი ვინმეს თქვენ მიმართ სიმპათიას შეამჩნევთ, მის მიმართ იმწუთასვე ეჭვი გიჩნდებათ და გრძნობას არ აძლევთ გაღვივების საშუალებას. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ უკვე ბევრჯერ დაიწვით და კიდევ ერთი შეცდომის ჩადენის გეშინიათ.

მერწყული

თქვენს შესაფერის ადამიანს ეძებთ, ამიტომაც არავის აძლევთ თქვენი შეყვარების უფლებას. მაღალი სტანდარტები გაქვთ, მაგრამ სიყვარულის მოძებნის იმედს მაინც არ კარგავთ. გირჩევთ, ადამიანს, ვისაც თქვენ მიმართ გრძნობა აქვს, ერთი შანსი მაინც მისცეთ, რათა დარწმუნდეთ, ის „ის“ არის თუ არა.

თევზები

შეცდომის თავიდან ასაშორებლად არავის აძლევთ ნებას, სიყვარულის მორევში ჩაგითრიოთ. როცა გიყვართ და სიყვარული მთავრდება, ძალიან ემოციურად განიცდით და დეპრესიაში ვარდებით. ამიტომ ამჯობინებთ, სიყვარულზე საერთოდ უარი თქვათ.

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close