ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა COVID-შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, რადგან ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოგზაურობის სეზონი უფრო აქტიური ხდება. ამასთან ივლისიდან ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო მზად არის ციფრული ვაქცინაციის სერტიფიკატის ასამოქმედებლად. ამის შესახებ ინფომრაციას BBC-ი ავრცელებს. განვიხილოთ რამდენიმე ქვეყანა:
• COVID-რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს 9 ივნისიდან;
• კომენდანტის საათი 21:00-ის ნაცვლად 23:00 სთ-მდე გადაიწევს;
• რესტორნები, კაფე-ბარები სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეში შეძლებენ, თუმცა დარბაზების დატვირთვა არ უნდა აჭარბებდეს 50%-ს, ხოლო ერთ სუფრასთან მაქსიმუმ 6 ადამიანს შეუძლია ჯდომა;
• მუზეუმებს, კინოთეატრებს, სპორტულ დაწესებულებებს და, ასევე, მეორადი მოხმარების მაღაზიებს შეუძლიათ მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობის მიღება.
გერმანიაში რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განხილვები ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა რა რეგულაციები მოიხსნება ამ ეტაპზე, უცნობი რჩება, რადგან ინფექციის ახალი შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია. სამედიცინო ნიღბების გამოყენება სავალდებულოა, ქვეყანაში გახსნილია გარე ტერასები, მუზეუმები და გარე საკონცერტო სივრცეები.
• 7 ივნისიდან იტალიამ კომენდატის საათი 23:00-იდან 24:00 სთ-მდე გადაწია (იმ რეგიონებში, რომლებსაც „თეთრი ზონის“ სტატუსი აქვთ, კომენდანტის საათი მთლიანად გაუქმებულია – nostal.ge), წინასწარი მონაცემებით ქვეყანის მთელ ტერიტორიაზე კომენდატის საათი 21 ივნისიდან გაუქმდება;
• რესტორნებს და ბარებს შეულიათ სტუმრები მიიღონ შიდა სივრცეში (ერთ მაგიდასთან დასაშვებია 4 ადამიანი);
• სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზებში მაყურებლის დასწრება დაშვებულია, მხოლოდ ტევადობის 25%.
დანია
ქვეყანაში ყველა კაფე-რესტორანი ღიაა, გამონაკლისს წარმოადგენს ღამის კლუბები. მთავრობამ დაწესებულებებში შესასვლელად დააწესა „კოვიდსაშვი“, რომლის წარდგენაც სავალდებულია 15 წელს ზევით მოქალაქეებისათვის.
„კოვიდსაშვი“ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
• თუ მოქალაქეს მიღებული აქვს კოვიდ-ვაქცინა;
• თუ გადატანილი აქვს ინფექცია;
• და თუ ჩატარებია კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში.
საბერძნეთი მზად არის სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მისაღებად თუ ისინი ვაქცინაციის დამდასტურებელი ან PCR-ტესტის უარყოფით პასუხებს წარადგენენ.
• ქვეყანაში გახსნილია ზღვის სანაპიროები (სოციალური დისტანციების წესების დაცვით);
• მუზეუმები/არქეოლოგიური სანახაობები ღიაა;
• კომენდატის საათი მოქმედებს 00:30-იდან 05:00-მდე;
• ბარები და რესტორნები ღიაა;
• ნიღბის გამოყენება სავალდებულოა ყველა საჯარო სივრცეში.
ქვეყანამ 7 ივნისიდან საზღვრები ყველა აცრილი ტურისტისთვის გახსნა. ქვეყანაში ღიაა მაღაზიები, ბარები, რესტორნები და მუზეუმები, თუმცა ნიღბების გამოყენება საჯარო სივრცეში სავალდებულოა.
ქვეყანაში რეგულაციების ნაწილი შემსუბუქებულია, თუმცა ზოგი რეგულაცია 13 ივნისის ჩათვლით ისევ ძალაში რჩება.
• მაღაზიები უნდა დაიხუროს 21:00-ზე (დასვენების დღეებში -19:00 სთ-ზე);
• რესტორნებს, კაფე-ბარებს შეუძლიათ სტუმრების მიღება დახურულ სივრცეში, ერთ მაგიდასთან 6 პირის ჩათვლით, თუმცა იხურებიან 22:30 სთ-ზე.
ბელგია
ქვეყანაში კაფე-ბარების მუშაობამაისიდან განახლდა. ასევე დაშვებულია ათამდე პირის გარე სივრცეში შეხვედრა 05:00 სთ-იდან 24:00 სთ-მდე. აღსანიშნავია, რომ ბელგია დამატებითი რეგულაციების შემსუბუქებას 9 ივნისიდან განიხილავს.
BBC წერს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილმა შეზღუდვები უკვე შეამსუბუქა. მაგალითად, კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება ირლანდიაში 2 ივნისიდან დაიწყო, შვედეთში 1-ლი ივნისიდან, ნიდერლანდებში – 5 ივნისიდან, ხოლო პოლონეთში – 6 ივნისიდან.
bm.ge
კომენტარები