ტექნოლოგიებიnews

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ვებგვერდები გაითიშა ინტერნეტის გლობალური პრობლემის გამო

უამრავი დიდი ინტერნეტსაიტი, მათ შორის, ბრიტანეთის სამთავრობო პორტალი და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წამყვანის მედიასაშუალებების ვებგვერდები, როგორიცაა: „ბიბისი“, „სიენენი“, გაზეთები – „ნიუ-იორკ თაიმსი“, „გარდიანი“, „ფაინეშენლ თაიმს“ და სხვ. – რამდენიმე საათის განმავლობაში მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. 

გლობალური შეფერხება არა მხოლოდ მედიასაშუალებებს შეეხო, არამედ, აგრეთვე, გაითიშა Amazon-ი, Reddit-ი, Twitch-ი და სხვა პოპულარული ციფრული პლატფორმები. მათ  გვერდზე შესვლის მცდელობისას ჩნდებოდა შეცდომა “Error 503 Service Unavailable” (მომსახურება მიუწვდომელია).

წინასწარი ინფorმაციით, შეფერხება შეეხო საიტებს, რომლებიც Fastly-ს ღრუბლოვანი გამოთვლების სერვისის საშუალებით მუშაობენ.

CDN-პროვაიდერ Fastly-ში განაცხადეს, რომ კონტენტის გადაცემის გლობალური ქსელის (CDN) მუშაობაში პრობლემები წარმოიშვა. კომპანიამ გაავრცელა მოკლე განცხადება, რომ შეფერხების მიზეზს იკვლევენ. შეფერხების მიზეზებზე Fastly-ს სრული განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ვებგვერდების მუშაობა 15:00 საათისთვის (თბილისის დროით) ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close