მედიცინა

FDA-მ COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას კოვიდ 19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ.

მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ სოტროვიმაბი ეფექტიანია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close