newsიტალიასაზოგადოება

ევროვიზიაზე გამარჯვებული იტალიური ჯგუფის სოლისტმა ნარკოტიკებზე ტესტი ჩააბარა (ვიდეო)

ევროვიზიაზე გამარჯვებული იტალიური ჯგუფის, Maneskin-ის სოლისტმა დამიანო დავიდმა, რომელსაც კონკურსის შემდეგ, პირდაპირ სცენაზე კოკაინის მოხმარება დააბრალეს, ტესტი ჩააბარა ნარკოტიკებზე. ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„EBU-მ, იტალიის დელეგაციის თხოვნით, ფაქტების გამოძიება ჩაატარა, მათ შორის, შეისწავლა ყველა არსებული ვიდეოკადრი. დღეს ჯგუფ Maneskin-ის სოლისტმა ნარკოტიკებზე ტესტი ნებაყოფლობით ჩააბარა, პასუხი უარყოფითია“, – ნათქვამია მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

„მე არ მოვიხმარ ნარკოტიკებს, გთხოვთ, მეგობრებო, ნუ ამბობთ ასე, არანაირი კოკაინი“, – განაცხადა შაბათს დამიანო დავიდმა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ მან კოკაინი მოიხმარა. სოლისტის თქმით, მისი ჯგუფის წევრს ჭიქა გაუტყდა და მაგიდასთან ნატეხების ასაკრეფად დაიხარა.

EBU-მ განაცხადა, რომ „შეშფოთებულები არიან არასწორი ვარაუდების და სიყალბის გავრცელების გამო, რამაც ჩრდილი მიაყენა მოვლენების სულისკვეთებას და უსამართლოდ იმოქმედა ჯგუფზე… გვსურს, კიდევ ერთხელ მივულოცოთ „მანესკინს“ გამარჯვება და დიდი წარმატებები ვუსურვოთ“.

„მანესიკინის“, ჩვენი აზრით, სრულიად დამსახურებული გამარჯვებით იტალიამ 2022 წელს ევროვიზიის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ იტალიურ ჯგუფს მაქსიმალური – 12 ქულა მიაკუთვნა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close