რას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაბერძნეთი

გენერალს ღვინო ტანკის ლულით მიართვეს

სახალისო შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ქალაქ ქსანთის სატანკო ნაწილში: ჯარისკაცებმა ნაწილის მეთაურს ღვინით სავსე ბოკალი ტანკის ლულით მიართვეს.

წმინდა გიორგი საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მფარველად ითვლება და გიორგობის დღესასწაული სამხედროებისთვის განსაკუთრებული ზეიმია. რამდენადაც საბერძნეთში გიორგობა 23 აპრილს აღინიშნება, ქალაქ ქსანთის სატანკო ნაწილის ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, ეს დღე სამახსოვროდ დარჩენილიყო მათი სამხედრო ნაწილის მეთაურისთვის, რომელიც წმნიდანის თანამოსახელეა. ჯარისკაცებმა ტანკის ლულაზე ღვინით სავსე ბოკალი დადეს და მეთაურს მიართვეს. ტანკისტებმა ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინეს – ტანკისა და ლულის მოძრაობისას ღვინო საერთოდ არ დაქცეულა და გენერალს სავსე ჭიქა მიაწოდეს.
იხილე ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close