fbpx
საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ქიმწმენდის თანამშრომელმა კლიენტის პიჯაკში ფული იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ქალაქ ირაკლიოში, კუნძულ კრეტაზე მცხოვრებ ბანკის თანამშრომელს, ნიკოს რასულისს ძლიერ გაუმართლა. ქიმწმენდის თანამშრომლის პატიოსნებამ ის 350 ევროს დაკარგვას გადაარჩინა.

რასულისმა თავისი პიჯაკი ქიმწმენდაში ჩააბარა და სამსახურში მშვიდად წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პიჯაკში რაღაც იპოვეს. უკან დაბრუნებულმა, აღმოაჩინა, რომ ეს „რაღაც“ 350 ევრო იყო. თანხა ქიმწმენდის თანამშრომელმა იპოვა და ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას შეატყობინა.

გახარებულმა რასულისმა მპოვნელი გულუხვად დააჯილდოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close