newsსაბერძნეთი

უხუცესი ბერძენი გინესის რეკორდების წიგნში შესასვლელად ემზადება

გამომცემლობა „პატრისის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ საბერძნეთში ცხოვრობს 112 წლის ქალი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად ემზადება.

ბოლო დრომდე მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ქალად იაპონელი ნაბი ტაძიო ითვლებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის 21 აპრილს ის 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. პელოპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა დაბის, კრესტენის მცხოვრები ეკატერინე კარნარუ, სავარაუდოდ, მის ადგილს დაიკავებს. მას ყველა საჭირო საბუთი აქვს, რათა დაამტკიცოს, რომ 112 წლისაა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გინესის რეკორდების წიგნის რედაქციას სათანადო ინფორმაციას მიაწვდის, რათა ქალბატონი ეკატერინე წიგნში რეკორდსმენად შევიდეს. თავად მოხუცი თავს შესანიშნავად გრძნობს, თუმცა თავისი ასაკი არ ახსოვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close