მედიცინაჯანმრთელობარჩევები

ყოველდღიურად სოკოს ჭამა კიბოთი დაავადების რისკს 45%-ით ამცირებს

პენსილვანიის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, კვების ყოველდღიურ რაციონში სოკოს შეტანა სიმსივნით დაავადების რისკს 45%-ით ამცირებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Advances in Nutrition-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ნაშრომშია მოცემული.

მეცნიერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით 1966-იდან 2020 წლამდე გამოქვეყნებული 17 კვლევა შეისწავლეს, რომელიც განუკურნებელი სენით დაავადებული 19500 პაციენტის მონაცემებს აერთიანებს. ჩატარებული ანალიზის შედეგად მათ დაასკვნეს, რომ კიბოსგან თავის დასაცავად დღეში მხოლოდ 18 გრამი სოკოს ჭამაც კი საკმარისია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ულუფის გაზრდა მის ეფექტიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა ეს გარკვეულწილად სოკოს სახეობაზე და მომზადების წესზეც არის დამოკიდებული.

ცნობილია, რომ სოკო დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ცილებს, ბოჭკოებს, ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს შეიცავს. ამის მიუხედავად მედიკოსთა ყურადღების ცენტრში ამ ორგანიზმების სასარგებლო თვისებები საკმაოდ გვიან, ბოლო ათწლეულებში მოექცა, მანამდე მიაჩნდათ, რომ სოკოს თითქმის არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა ადამიანის ორგანიზმისთვის. ბოლოდროინდელმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სოკოებში ანთებისა და ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ მათ შემადგენლობაში არსებული არსებული ბუნებრივი ამინომჟავას, ერგოტიონეინის წყალობით. ამ  ამინომჟავას ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, შესაბამისად, სოკოები ჩვენთვის ამ ნაერთის უნიკალურ წყაროს წარმოადგენს.

მეცნიერთა განცხადებით, განსაკუთრებულად დიდი დოზით ერგოტიონეინს შიტაკი, ხეთამხალი, ფოთლოვანი აბედა და სხვა სოკოები შეიცავენ, თუმცა სიმსივნეების განვითარებისგან ადამიანის დაცვა საკვებად ვარგის ნებისმიერ სახეობას შეუძლია. ყველაზე ეფექტიანად სოკოები სარძევე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარებას უშლიან ხელს.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close