ვალერი მელაძეს და ალბინა ჯანაბაევას მესამე შვილი შეეძინათ
ვალერი მელაძე მეექვსე შვილის მამა გახდა - მომღერალს უკვე 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი ჰყავს
წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე მეექვსე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ მომღერალმა საზოგადოებას თავად აუწყა. 13 აპრილს ის მანსანკანის (КВН) მერვედფინალის გადაღებებში მონაწილეობდა, როგორც ჟიურის წევრი, და სწორედ იქ განაცხადა ოჯახში ახალი წევრის, ქალიშვილის შემატების შესახებ.
ამის შემდეგ ალბინა ჯანაბაევამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი და დაწერა, რომ გოგონა მისი დაბადების დღიდან (ალბინას 9 აპრილს შეუსრულდა 42 წელი) რამდენიმე დღეში დაიბადა.
„მიყვარს აპრილი… შეიძლება იმიტომ, რომ მე თვითონ ამ თვეში დავიბადე, აპრილის ადამიანები განსაკუთრებით ახლოს არიან ჩემთან. ახლა კი 12.04.2021 გახდა განსაკუთრებული დღე ჩვენი ოჯახისთვის, ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენი გოგონა დაიბადა. დაე, ეს სამყარო შენთვის ლამაზი და საინტერესო იყოს“, – წერს ალბინა პოსტზე, რომელსაც თან ახლავს ორსულობის ბოლო თვეში გადაღებული ფოტო.
View this post on Instagram
თაყვანისმცემლებს თავის სიხარულს ვალერი მელაძეც უზიარებს:
„წელს გაზაფხული შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში კაშკაშა მზითა და დიდი სიხარულით! 12 აპრილს შეგვეძინა ქალიშვილი, ჩვენი პატარა მზე! ალბინუშკა, მიყვარხარ! “
View this post on Instagram
ალბინა ჯანაბაევა ახალშობილთან ერთად უკვე სახლშია. გოგონა საკმაოდ მშვიდია და მთელი დღე სძინავსო, ამბობენ გახარებული მშობლები.
ვალერი მელაძემ და ალბინა ჯანაბაევამ 2014 წელს იქორწინეს. წყვილს უკვე ჰყავს ორი ვაჟი, კონსტანტინე და ლუკა. ახალშობილი გოგონას სახელი ჯერ არ არის ცნობილი. ვალერი მელაძეს ასევე ჰყავს სამი ზრდასრული ქალიშვილი წინა ქორწინებიდან ირინა მელაძესთან (ირინა მალუხინა) – ინგა, სოფია და არინა. ისინი 2012 წელს დაცილდნენ, თუმცა ოფიციალურად განქორწინება 2014 წელს გააფორმეს. ქალმა მედიაში არაერთხელ აღიარა, რომ ძნელად გადაიტანა ქმართან განშორება.
View this post on Instagram
თაკო მღებრიშვილი
კომენტარები