საზოგადოებასაქართველო

„დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ“ – ნინო სურგულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას იგი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

„არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს ❤️❤️❤️ გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ!“ – წერს ნინო სურგულაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close