34 წლის პამელა ჯერარდი მარსალიდან (ტრაპანის პროვინცია, სიცილია) 30 მარტს ბებია გახდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მისი პირველი შვილიშვილი, ნიკოლო, მარსალის პაოლო ბორსელინოს საავადმყოფოში დაიბადა.
„როდესაც გავიგე, რომ ბებია უნდა გავმხდარიყავი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ჩემი ასაკის გათვალისწინებით და გარდა ამისა, თავად მყავს კიდევ 3 წლის შვილი… მაგრამ ვფიქრობ, რომ უმჯობესია მალე იყოლიო შვილები. სასიამოვნოა ახალგაზრდა ასაკში მშობელი რომ ხდები, ბავშვებს დიდი ენერგია სჭირდებათ“, – ამბობს ქალი.
თავის პოსტში „ნონნა პამელა“ (იტ. პამელა ბებია) მადლობას უხდის ექიმებს, რომლებმაც მის უფროს ქალიშვილზე, მიშელ პელერინოზე იზრუნეს. „ისინი ფატასტიკურები არიან“, – წერს ახალბედა ბებია.
მისი უფროსი ქალიშვილი, მიშელი მხოლოდ 16 წლისაა.
ახალშობილ ნიკოლოს პამელას გარდა კიდევ 4 ბებია ჰყავს: პამელას 58 წლის დედა, პამელას 80 წლის ბებია, მამის მხრიდან კი – მამის დედა და მამის ბებია.
„ჩემი დიდი ბებია 2 წლის წინ გარდაიცვალა, თორემ ნიკოლოს 6 ბებია ეყოლებოდა“, – ამბობს 34 წლის ქალი, რომელსაც ბებიის სტატუსი არ აშინებს: „ბებიობა არ ნიშნავს, რომ მოხუცი ხარ“.
„ის თოჯინაა. შეყვარებული ბებია ვარ… ბავშვები – ღვთის საჩუქარია“, – უთხრა პამელა ჯერარდიმ „კორიერე დელა სერას“ კორსპონდენტს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები