ისლანდიელმა ფოტოგრაფმა გარდარ ოლაფმა ვულკან ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევის მაქსიმალურად ახლო მანძილიდან გადაღება დრონით შეძლო.
მან ვულკანის ყელთან გადაღებული შთამბეჭდავი კადრები და ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, დრონმა მაღალ ტემპერატურას ვერ გაუძლო და ლავაში დაიწვა.
View this post on Instagram
ისლანდიაში, ნახევარკუნძულ რეიკიანესზე მდებარე ვულკანს 6 ათასი წლის განმავლობაში ეძინა და ახლახან, 19 მარტს დაიწყო ამოიფრქვა. მეტეოროლოგების თქმით, ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ამიტომ მოქალაქეებისთვის ვულკანი ერთგვარ ღირსშესანიშნაობად იქცა. ვულკანის შესასწავლად ჩასულმა მკვლევრებმა გაგრილებულ ლავაზე ჰოთ-დოგებიც კი შეწვეს.
imedinews.ge
კომენტარები