არტისტი

„იმ ღამეს ბავშვი დავკარგე“ – ლელა წურწუმიას აქამდე უცნობი ისტორია (ვიდეო)

მომღერალმა ლელა წურწუმიამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მისი ცხოვრებიდან საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ისტორია მოყვა.

მისი თქმით, ახალი წლის ერთ-ერთ ღამეს, დაახლოებით 18 წლის წინათ, დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა.

„31 დეკემბერს, იმ ღამეს მე უნდა მომესწრო 9 ლოკაციაზე მისვლა, მინიმუმ სამ-ოთხ სიმღერას ვმღეროდი. ჩემი კონცერტი დაიწყო ერთ-ერთ ადგილზე ღამის პირველ საათზე, ვიმღერე ერთი სიმღერა და ვატყობ, რომ არანორმალური ტკივილი დამეწყო. იმდენად ცუდად ვარ, რომ ვატყობ, რაც მჭირს. თან თავს ვაიმედებ, რომ ეგება არ არის ის, რაც მე მგონია. ამის მერე წავედი მეორე კონცერტზე, მესამე კონცერტზე, მეოთხეზე, მაგრამ ეს არ ჩერდება, ძალიან ცუდად ვარ. ალბათ იკითხავთ, რომ თუ ასე ძალიან ცუდად ვიყავი, რა მინდოდა დანარჩენ  კონცერტებზე… რა არის, იცით?! პასუხისმგებლობაა საოცარი, ბილეთია გაყიდული, შენს სანახავად მაყურებელია მოსული, ახალი წლის ღამეა. ესე ადვილად ვერ იზამ, რაც შენ გინდა, ეს მოვალეობაა, პროფესიაა… სადღაც მე-9 ადგილზე რომ მივედი, უკვე ფერიც აღარ მადევს, ფაქტობრივად, მიცვალებულივით ვარ. 36 სიმღერა ვიმღერე იმ ღამის განმავლობაში და, სამწუხაროდ, მე იმ ღამეს ბავშვი დაკარგე“, – ამბობს ლელა წურწუმია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close