fbpx
ვიდეომსოფლიო

ნახეთ 6 ათასი წლის შემდეგ გაღვიძებული ვულკანის დრონით გადაღებული შთამბეჭდავი კადრები (ვიდეო)

ისლანდიელმა ფოტოგრაფმა გარდარ ოლაფმა ვულკან ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევის მაქსიმალურად ახლო მანძილიდან გადაღება დრონით შეძლო.

მან ვულკანის ყელთან გადაღებული შთამბეჭდავი კადრები და ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, დრონმა მაღალ ტემპერატურას ვერ გაუძლო და ლავაში დაიწვა.

ისლანდიაში, ნახევარკუნძულ რეიკიანესზე მდებარე ვულკანს 6 ათასი წლის განმავლობაში ეძინა და ახლახან, 19 მარტს დაიწყო ამოიფრქვა. მეტეოროლოგების თქმით, ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ამიტომ მოქალაქეებისთვის ვულკანი ერთგვარ ღირსშესანიშნაობად იქცა. ვულკანის შესასწავლად ჩასულმა მკვლევრებმა გაგრილებულ ლავაზე ჰოთ-დოგებიც კი შეწვეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close