ტექნოლოგიები
GUCCI-მ გამოუშვა ვირტუალური ფეხსაცმელი, რომელიც მხოლოდ 12 დოლარი ღირს 👟
იტალიურმა ბრენდმა Gucci-მ პირველი ციფრული სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა. ფეხსაცმლის ყიდვა და მორგება მხოლოდ სპეციალურ აპლიკაციაშია შესაძლებელი.
ციფრული ფეხსაცმელი შეიქმნა ბელარუსულ კომპანია Wanna-სთან თანამშრომლობის შედეგად, რომელიც დამატებითი რეალობის გამოყენებით აპლიკაციების შექმნით არის დაკავებულია.
ფეხსაცმლის შესაძენად საჭიროა Gucci-ს ან Wanna Kicks-ის აპლიკაციაში შესვლა და სასურველი დიზაინის არჩევა. Gucci-ს აპლიკაციაში ფეხსაცმელი 12 დოლარი, Wanna Kicks-ის აპლიკაციაში კი 9 დოლარი ღირს. პროგრამების ალგორითმი კადრში ფეხის ადგილმდებარეობას დაადგენს და ზედ ციფრულ ფეხსაცმელს „დაახატავს“.
View this post on Instagram
imedinews.ge
კომენტარები