newsარტისტი

ლეგენდარული ტინა ტერნერი თაყვანისმცემლებს ემშვიდობება

უცხოეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ მსოფლიო მალე იხილავს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ტინა ტერნერის (ნამდვილი სახელი – ანა მეი ბულოკი) ცხოვრებასა და კარიერას ეძღვნება. ამ ფილმით ტინა თავის თაყვანისმცემლებს ემშვიდობება და სურს, დარჩენილი ცხოვრება კამერებისგან, ჟურნალისტებისა და პაპარაცებისგან შორს, მშვიდად გაატაროს.

ტინა ტერნერის გზა სუპერვარსკვლავობამდე წინააღმდეგობებით იყო სავსე. Sky TV-ს ახალ დოკუმენტურ ფილმში („ტინა“) იგი ჰყვება, თუ როგორ უწევდა ბავშვობაში ბამბის კრეფა და როგორი იყო მისი ურთიერთობა მოძალადე ქმართან, აიკ ტერნერთან, რის შედეგადაც დღემდე აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

გარდა ამისა, როკ-ენ-როლის 81 წლის „დედოფალმა“ ბოლო წლებში ინსულტი გადაიტანა და ონკოლოგიური დაავადებაც დაძლია. 2017 წელს მას თირკმლის გადანერგვაც მოუხდა.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო, თუ როგორ უნდა მოგვეყოლა ტინას ამბავი ახალი თაობისთვის. გასაოცარია, თუ რამდენჯერ შეძლო მან საკუთარი თავის „განახლება“ და როგორ მოახერხა, რომ აქტუალური დარჩენილიყო. ამის მიზეზი მისი შეუპოვრობა და სიძლიერე იყო“, – აცხადებს ფილმის რეჟისორი დენიელ ლინდსი.

თამარ ოთიაშვილი

მოუსმინეთ ტინა ტერნერის ერთ-ერთ საუკეთესო სინგლს, რომელსაც ასევე ჰქვია: The Best (1989)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close