კულტურასაბერძნეთისაგამოცდო თემები

თორმეტი ოლიმპოელი ღმერთი – მიმოხილვები საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად (კულტურა)

თორმეტი ოლიმპოელი ღმერთი (Δώδεκα θεοί του Ολύμπου) – ძველ საბერძნეთში ისინი ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები იყვნენ და ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ: ზევსი (Δίας), ჰერა (Ήρα), ჰერმესი (Ερμής), ჰეფესტოსი (Ήφαιστος), აფროდიტე (Αφροδίτη), ათენა (Αθηνά), აპოლონი (Απόλλων), არტემიდა (Άρτεμις), დემეტრა (Δήμητρα), ჰესტია (Εστία), პოსეიდონი (Ποσειδώνας) და არესი (Άρης).

ზევსი (Δίας) იყო ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც ოლიმპოს ღმერთებს განაგებდა (θεός του ουρανού και του κεραυνού που κυβερνά τους Θεούς του Ολύμπου).

ჰერა (Ήρα) იყო ქორწინების ქალღმერთი (θεά του γάμου).

ჰერმესი (Ερμής) იყო ღმერთების ნების მაცნე (αγγελιαφόρος των θεών), ვაჭრობისა და მოგების მფარველი (προστάτης των των τυχερών παιγνίων και του εμπορίου).

ჰეფესტოსი (Ήφαιστος) იყო ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება (θεός της φωτιάς και της σιδηρουργίας).

აფროდიტე (Αφροδίτη) იყო სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი (θεά του έρωτα, της ομορφιάς).

ათენა (Αθηνά) იყო სიბრძნის, ზეთისხილის, სტრატეგიისა და ომის ქალღმერთი (θεά της σοφίας, της ελιάς, της στρατηγικής και του πολέμου).

აპოლონი (Απόλλων) იყო სინათლისა და მუსიკის ღმერთი, ხელოვნებისა და წინასწარმეტყველების დამცველი (θεός της μουσικής, του φωτός, προστάτης των τεχνών και της μαντείας).

არტემიდა (Άρτεμις) იყო ნადირობის ქალღმერთი, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ცხოველების მფარველი (θεά του κυνηγιού, προστάτιδα των μικρών παιδιών και ζώων).

დემეტრა (Δήμητρα) იყო ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება, კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველი (θεότητα της γεωργίας και της γονιμότητας εδάφους, προστάτιδα του γάμου και της μητρότητας των ανθρώπων).

ჰესტია (Εστία) იყო ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი (θεά της εστίας, της οικιακής ζωής και της οικογένειας).

პოსეიდონი (Ποσειδώνας) იყო წყლის (ტბები, მდინარეები, წყაროები) და ზღვის უზენაესი ღმერთი (υπέρτατος θεός των υδάτων – λιμνών, ποταμών, πηγών) και της θάλασσας).

არესი (Άρης) იყო ომის ღმერთი (θεός του πολέμου).

გიორგი ჯანელიძე

მსურველებს საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close