პოლიტიკასაქართველო

კობახიძემ გახარიასთან უთანხმოების მიზეზი გათქვა – პრემიერმა პოსტი საუბრიდან 10 წუთში დატოვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოზიცია ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იმ პოზიციის იდენტური იყო, რომელიც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ, თუმცა 17 თებერვალს, 17:00 საათზე გიორგი გახარიას პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოზიციის შეცვლის მიზეზი გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო, კერძოდ, გახარია ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაკავების 2 დღით გადადება ნაკლები ადამიანის კონცენტრაციას გამოიწვევდა.

„17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიცია იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა, სამწუხაროდ, რატომღაც 17:00 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. ჩვენ გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17:00 საათი ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა. თავდაპირველად ითქვა, რომ ოპერაცია უნდა გადადებულიყო, საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი და არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრემიერი გიორგი გახარია საკუთარი პოზიციით უმცირესობაში იყო.

წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ გახარია ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ვიხილოთ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია და თუ ვინმეს სურს ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, საქრთველოში დემოკრატიული სისტემაა და ნებისმიერს შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close